თავისუფლების ინსტიტუტი კოლექტიურ სარჩელს ორშაბათს შეიტანს საკონსტიტუციო სასამართლოში. სარჩელი ასაჩივრებს იმ ზომებს, რომლებიც მთავრობამ მიიღო ამ კარანტინთან დაკავშირებით, იზოლაციისა და კარანტინის წესებს. კერძოდ, ჩვენ ვასაჩივრებთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის და სისხლის სამართლის დარღვევათა კოდექსის იმ ნორმებს, რომლებიც აწესებს სანქციას იზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევაზე. ასევე ვასაჩივრებთ ამ ე.წ. კომენდანტის საათს. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის არაკონსტიტუციური და არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს...
თავისუფლების ინსტიტუტი
ხვადაგიანი: კომენდანტის საათი არაკონსტიტუციურია, არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს
tbl.ge/5gzi
დაკოპირდა

ამბობს თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი სალომე ხვადაგიანი ტაბულასთან საუბრისას.
საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან თავისუფალი ინსტიტუტის სარჩელის პრეზენტაცია და #სოცაფეთქების საპროტესტო აქცია იმართება.
ამავე თემაზე
- TTC 439 000 ლარის სალიანდაგო ზედნაშენს რუსული კომპანიებისგან ყიდულობს - Liberty Institute
- რკინიგზა უსინდისოდ იქცევა, როცა სიცრუის გავრცელებაში გვდებს ბრალს - თავისუფლების ინსტიტუტი
- რკინიგზა: თავისუფლების ინსტიტუტის სტატია მიზნად ისახავს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას
- საქართველოს რკინიგზამ რუსულ ლოკომოტივებში 216 მილიონი ლარი გადაიხადა – Liberty Institute
- ივნისში მთავრობამ ქართული ჯარისთვის რუსული ზეთი ტენდერის გარეშე შეიძინა – Liberty Institute




