პოლიტიკური კრიზისი

მელია: პლებისციტზე წავიდოდი, რა უჭირს, ივნისში რომ ჩატარდეს

ამ დონის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში როდესაც მოვექეცით, ოპოზიცია უნდა ვპოზიციონირდეთ, როგორც მომავალი ხელისუფლება და აქედანვე უნდა დაგვინახოს დემოკრატიულმა ცივილიზებულმა სამყარომ, ვინ ვართ.  

ამიტომ, რაღაც კომპრომისზე წასვლა რომ მოუწიოს ოპოზიციას, თუ გონივრული კომპრომისია, საღი აზრის ფარგლებში არის, ეს ბუნებრივია. მე თუ მკითხავთ, გულახდილად ვიტყვი, პლებისციტი, ოღონდ არა ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, ცალკე პლებისციტი. პლებისციტზე, მე პირადად, თუ ეს იქნება ოპოზიციის მხრიდან გადასაწყვეტი კომრომისი, წავიდოდი, ოღონდ არა, მაგალითად, ადგილობრივ არჩევნებზე. ჩატარდეს, რა უჭირს, ივნისის თვეში რომ ჩატარდეს პლებისციტი, რამე დაშავდება? ივნისის თვეში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა არაჩვეულებრივად 2015 წელს 

ეუბნება მთავარს სატელეფონო ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია.

კომენტარები