პოლიტიკური კრიზისი

მეგრელიშვილი: ფასილიტატორების იმედი ნაკლებად მაქვს, ოცნებასთან ვიწყებთ საუბარს

მგონია, ჩვენ უნდა გავარკვიოთ რა მასშტაბის შარში ვართ. როგორც მინიმუმ, ხომ უკვე ნაკლები იმედი გვაქვს, რომ ფასილიტატორები გადაწყვეტენ ჩვენს პრობლემას. უნდა შევეცადოთ, თუ გვაქვს ამის უნარი, ჩვენ მოვიფიქროთ გამოსავალი და ვცადოთ მისი განხორციელება, დავტესტოთ. თუ ამ ქვეყანაში არაფერი გამოდის და ასეთი საგიჟეთი გვქვს, რავი... ჩვენ დავიწყებთ ლაპარაკს, ქართულ ოცნებას შევუთანხმდი, რომ დავუკავშირდები, რათა მათთან მქონდეს უშუალო ურთიერთობა. ოპოზიციას, ვისაც უნდა, ჩვენ ღია ვართ, ყველასთან ვსაუბრობთ... ქართულ ოცნებას შევუთანხმდი ნამდვილად, რომ შევეხმიანები და უშუალოდ მათთან დავიწყებთ ლაპარაკს.

ამბობს გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი რუსთავი 2-ის ეთერში.გუშინ, 18 მარტს, "ოცნებისა" და ოპოზიციის მორიგი შეხვედრა გაიმართა, მხარეები ვერ შეთანხმდნენ. 9-საათიანი შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციის წევრებმა თქვეს, რომ "ოცნების" წარმომადგენლებს მათ მთავარ მოთხოვნებზე - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე "სრულიად შეურაცხადი პოზიცია ჰქონდათ" და ამ თემებზე "გონიერ განცხადებაზე განხილვის უნარის დაშვება" აკრძალული აქვთ.  მათივე თქმით, შეთანხმების დოკუმენტი რამდენჯერმე "გაფუჭდა", რადგან ქართული ოცნების "პრეტენზიები ამოუწურავი იყო". დღეს, 19 მარტს, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ანგარიშის ჩასაბარებლად ბრიუსელში გაემგზავრა.

კომენტარები