ძალიან ვწუხვარ, რომ ამდენსაათიანი მუშაობის შედეგად, ჩვენ ვერ ვაჩვენეთ მაღალი კულტურა ქართულ საზოგადოებას და ვერც ევროპული სტანდარტი და ღიად მინდა განვაცხადო, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე არის ქართული ოცნება, რომელსაც არ ესმის, რა არის ევროპული ინტეგრაცია და, ჩემი აზრით, დასავლეთმა, კიდევ ერთხელ ნახა, ვისთან აქვთ საქმე, პირდაპირ რომ ვთქვა. ჩვენ, ოპოზიციციური პარტიები აბსოლუტურად ლოგიკურად ვმსჯელობდით ყველა საკითხზე, მაგრამ, როგორც ვხვდები, ქართული ოცნების მხრიდან, არ არის ადეკვატურად აღქმული ის მძიმე კრიტიკული სიტუაცია, რაც ქვეყანაშია. მინდა ვთქვა, რომ დღევანდელი, ფაქტობრივად უშედეგოდ დასრულებული დღე და პროცესი უჩვენებს, რომ ჩვენ არ გვაქვს საქმე სახელმწიფოებრივ მიდგომასთან. სამწუხაროდ, საქმე გვაქვს ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებასთან ქვეყანაში ქართული ოცნების მხრიდან.
tbl.ge/5gvs
დაკოპირდა
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად ბრუნდება. ოპოზიციის და ხელისუფლების ცხრასაათიანი შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.
ამავე თემაზე
- პარლამენტის პიკეტირების საქმეზე სტრასბურგმა 1 აქტივისტზე დარღვევა დაადგინა, 2-ზე, არა
- ბოკერია: მკაფიო გზავნილის ნაცვლად, საპარლამენტო ოპოზიცია გაუგებარ შეთავაზებებს აგრძელებს
- ჩერგოლეიშვილი: არ შეცვლის დასავლეთი ივანიშვილს, ის უნდა შევცვალოთ ჩვენ – ქართველებმა
- ნინო დოლიძე: საქართველოს მოსახლეობა ეძებს ლიდერს, ვისაც გაჰყვებოდა
- ჯაფარიძე: ცვლილების ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნები და რეფორმებია, სხვა ყველაფერი ნ*რევაა