ვაქცინაცია

გაბუნია: ნებისმიერ შემთხვევაში, გვახსოვდეს, რომ ვაქცინაციის სარგებელი რისკებს აღემატება

ვაქცინაციის ნდობა საზოგადოებასა და მოსახლეობაში მოგეხსენებათ, მაღალი არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინაციის რისკი მის სარგებელთან მიმართებაში, ყოველთვის არის უფრო ნაკლები. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროპის მარეგულირებელი ცალსახად მიუთითებს იმას, რომ ვაქცინაციის სარგებელი აღემატება რისკებს.

სამწუხაროდ, ერთეული შემთხვევები ხდება, მილიონში ერთეული გამოდის ესეთი შემთხვევები. 300 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს ჩატარებული ეს აცრა და ესეთი მძიმე რეაქცია დაფიქსირებული ლიტერატურაში არ არის. იმედი მაქვს, დამთავრდება კეთილსაიმედოდ, თუმცა, რა თქმა უნდა ეს არის ძალიან  საყურადღებო შემთხვევა და ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვიწევს საფუძვლიანად საზოგადოებასთან მსჯელობა ვაქცინაციის სარგებლის შესახებ და იმაზე, თუ რამდენად მაღალია მისი მნიშვნელობა იმისთვის, რომ ჩვენ ეპიდემიასთან დაკავშირებული სასიცოცხლო რისკები დავძლიოთ. 

ახალციხეში, ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ახალგაზრდა ქალს მძიმე ალერგიული რეაქცია განუვითარდა. ის რეანიმაციაშია გადაყვანილი. 

კომენტარები