პოლიტიკური კრიზისი

ვოლსკი: შეთანხმებაზე სპეკულაციები არ დავიჯეროთ – დაძაბულობა, რაც იყო, ვერსად წავა

ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი სპეკულაცია არის და არ დავიჯეროთ. ის პოზიციები და ის დაძაბულობა, რაც არსებობდა, რასაკვირველია, ვერსად ვერ წავა. 

ოპოზიციის ბრალია ეს თუ უმრავლესობის ბრალია, ამას საზოგადოება გადაწყვეტს, ვინც ჩვენ გვისმენს, ვინც თქვენ გისმენთ, ვინაიდან, არსებობს ძალიან აშკარა პოზიციები ერთი და მეორე მხრიდან. 

მთავარი თემა არის არჩევნების თემა - გაყალბდა თუ არა არჩევნები და ამაზე მთელმა მსოფლიომ გასცა პასუხი, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და გადაცდომებმა შედეგებზე გავლენა არ იქონია. ეს არის ამოსავალი წერტილი და ამასთან დაკავშირებით პოზიციები არსად არ დაიკარგება. არც ერთი და არც მეორე მხარე არ შეცვლის თავის პოზიციას...

ამბობს ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი. უკვე მე-5 დღეა, თბილისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრები იმართება. პარალელურად პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა

კომენტარები