ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე

ელისაშვილი ბასილაშვილზე: ვერაფრით დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას, არ ჩანს, რომ მოძალადეა

დიდი მადლობა მსურს, ვუთხრა ნიკოლოზ ბასილაშვილს, როგორც ერთმა მოქალაქემ ერთ მოქალაქეს, იმ თავდაუზოგავი შრომისთვის და იმ წარმატებისთვის, რომ ჩვენი ერის სახელი ასე გაიტანა მან მთელს მსოფლიოში, მით უფრო იმ ფონზე, რაც მას თავს დაატყდა, როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა, წარმატებული კაცი რომ გამოგვერევა ხოლმე, მერე მზად ვართ, რომ დავკორტნოთ ყველამ განსაკუთრებული ჟინით და შემართებით და ამ ახალგაზრდა კაცსაც ასე უტევდა ძალიან ბევრი. 

ვერაფრით ვერ დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას, არც უჩანს, რომ ეს კაცი მოძალადეა და პირიქით, ვნახეთ კიდევაც, რომ მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან წამებში, სიტყვა წარმოთქვა და პირველ რიგში თუ ვინმეს მიმართა და თავისი წარმატება მიულოცა, ეს არის მისი მცირეწლოვანი შვილი და ალბათ ყველანი ამის მოსმენით გულაჩუყებულები ვიყავით...

13 მარტს საქართველოს პირველი ჩოგანი დოჰის ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ 24 მაისს იმსჯელა და სპორტსმენს 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ბასილაშვილმა გირაო გადაიხადა და საპატიმრო დატოვა.

კომენტარები