ფორმულა

შსს ტელეკომპანია ფორმულას სასამართლოში უჩივლებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთ გადაცემაში, შაბათის ფორმულაში გასული სიუჟეტის გამო სასამართლოში უჩივლებს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს. 

საქმე ეხება შაბათის ფორმულას რეპორტაჟებს, რომელთა თანახმადაც, ავტორების მტკიცებით, პოლიცია სექსმუშაკებს კომენდანტის საათის დროს ესკორტად ემსახურება.

"ტელეკომპანიის და კონკრეტულად სიუჟეტის ავტორის მიერ კვლავ განმეორდა სიცრუის გავრცელება მტკიცებით ფორმაში, თითქოს პოლიციელები კანონს არღვევენ და პროსტიტუციაში ჩაბმულ მოქალაქეებს მფარველობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დატოვებს რეაგირების გარეშე ტელეკომპანია ფორმულას მიერ არაერთხელ მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, უახლოეს დღეებში მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას და საკუთარი თანამშრომლების ღირსებას სასამართლოში დაიცავს". – ნათქვამია შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაში.

კომენტარები