კრისტიან დანიელსონის თქმით, საქართველო პოლიტიკურ ჩიხშია და ახლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი დრო, რათა პოლიტიკურმა ძალებმა იპოვონ ჩიხიდან გამოსასვლელი გზა.
"როგორც აქამდე უწევდნენ კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი მედიაციას ამ მოლაპარაკებებს, ჩვენც ასევე ვაგრძელებთ ამ პროცესს . საქართველო ევროკავშირისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს, ვინაიდან აქ რაც ხდება, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია , ამიტომ ჩვენი მხრიდან არის დიდი შეშფოთება, რადგან საქართველო პოლიტიკურ ჩიხშია შესული, და ეს კიდევ უფრო სამწუხაროა იმის ფონზე, რომ საქართველოს წინაშე დიდი გამოწვევებია, პანდემიასა და ეკონომიკის კუთხით. ამიტომ გვჯერა, რომ ახლა არის დრო პოლიტიკური ძალებისთვის წინ გადაგან ნაბიჯები და იპოვონ გამოსავალი და ამ ჩიხიდან გამოსასვლელად.
მინდა ხაზი გვუსვა, რომ ჩემი, ჩემი გუნდის როლია, აშშ-ს ელჩთან, დეგნანთან ერთად, პარტიების მხრიდან მოლაპარაკებების მცდელობის მხარდაჭერა. ჩვენი დახმარებით, პოლიტიკურმა პარტიებმა თავად უნდა იპოვინ გზა, რათა გაუმკვავდნენ ამ კრიზისს, და სხვა ისეთ მნიშნელოვან საკითხებსაც, როგორიცაა პანდემია, ეკონომიკა". - ამბობს კრისტიან დანიელსონი
ამასთან ერთდ, დანიელსონი ამბობს, რომ საწყის ეტაპზე მოუსმენს თითოეულ მხარეს და ამის საფუძველზე ისაუბრებს იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგამც ხელს შეუწყობს კრიზისის მოგვარებას, მათ შორის პოლიტიზირებული მართლმსაჯულების საკითხზეც.
"მე ვიწყებ მოსმენიდან, დილით უკვე შევხვდი პრეზიდენტს და პრემიერმინისტრს, შუადღეს შევხვდები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, და მერე ვნახავთ, როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ პროცესის წინ წასვლას". - ამბობს კრისტიან დანიელსონი
დანიელსონს ასევე დაუსვეს კითხვა TV1-ის წინააღმდეგ გამოცემულ გუშინდელ განჩნებაზე, ამაზე დანიელსონმა უპასუხა, რომ ევროკავშირისთვის მნიშნელპვანია გამოხატვის და მედიის თავისუფლება, თუმცა არ აპირებს კონკრეტულ შემთხვევაზე კომენტარის გაკეთებას, რადგან არ იცნობს საკითხს სიღრმისეულად.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელამა, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით,საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში, კრისტიან დანიელსონი პირად წარმომადგენლად გამოგზავნა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი თბილისში დღეს ჩამოვიდა და სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდგომ, მოგვიანებით, კრისტიან დანიელსონი შეხვდება საქართველოს პრემიერმინისტრსაც, ირაკლი ღარიბაშილს.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება.





