პოლიტიკური კრიზისი

ვოლსკი 6-პუნქტიან ჩარჩოზე: მიშელის გეგმა არ არის, ოპოზიციის გაკეთებული ჩამონათვალია

ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი მხარეებისთვის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ 6-პუნქტიან ჩარჩოზე ამბობს, რომ ის შარლ მიშელის გეგმა არ არის და ოპოზიციის მიერ გაკეთებული პრობლემების ჩამონათვალია.

"6-პუნქტიანი გეგმა დატოვაო, ისე შემოაპარებთ ხოლმე, გეგონება, მართლა იმან დატოვა ეს გეგმა. 6-პუნქტიანი მოთხოვნა, რომელიც იყო, რომელიც, ჩვენი ოპონენტების აზრით, ხელს უშლის მოლაპარაკებების განვითარებას, არ წარმოადგენს გეგმას. ეს არის იმ პრობლემების ჩამონათვალი, რომელიც გააკეთა ოპოზიციამ. 

ამას ვერც გეგმას დავარქმევთ და ვერც, მით უმეტეს, ევროკავშირის ან ევროპული სტრუქტურების მხარდაჭერილ დოკუმენტს, დოკუმენტები ისე მრავლად გამოქვეყნდა, რომ ძილის საშუალებას არ აძლევს თქვენს პოლიტიკურ ლიდერშიფს". - ამბობს გიორგი ვოლსკი.


საქართველოში ვიზიტისას ოპოზიციური პარტიის ლიდერებისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრაზე შარლ მიშელმა მხარეებს 6-პუნქტიანი ჩარჩო შესთავაზა:

1. ამბიციური საარჩევნო რეფორმა

  • საქართველოში დემოკრატიის ღრმა კონსოლიდაციისთვის

2. ​კანონის უზენაესობა / სამართლის რეფორმა

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით კითხვები

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნები

  • რეფორმები კორუფციასთან ბრძოლის გასაძლიერებლად

3. პოლიტიკური მართლმსაჯულება / პატიმრების საკითხი

4. ძალის გადანაწილება პარლამენტში

  • საგამოძიებო კომისია

  • პარლამენტში როლებისა და პასუხისმგებლობების სამართლიანი განაწილება

5. პოტენციური ვადამდელი არჩევნები / მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის

6. ფასილიტაციის / მედიაციის გაგრძელება და განხილვა 2021 წლის მარტში.

კომენტარები