ჩანაწერები

მდინარაძე TV პირველზე: ნუ მოვიგონებთ პრობლემებს და ნუ შექმნით პანიკას

ქართული ოცნების ლიდერი, მამუკა მდინარაძე TV პირველის თანამშრომლებს მოუწოდებს, პრობლემების თავიდან ასარიდებლად ითანამშრომლონ პროკურატურასთან, თუმცა, იქვე განმარტავს, რომ პრობლემები არც ისე ექნებათ, რადგან მედიას კანონმდებლობა იცავს.

"ნუ მოვიგონებთ პრობლემებს და მერე ამ მოგონილ პრობლემებზე ნუ გავბრაზდებით და ნუ შექმნით პანიკას იქ სადაც არათუ საპანიკო, არამედ გასანერვიულებელიც კი არაფერია. პანიკის არავითარი საფუძველიო არ გაქვთ.. თქვენს სიუჟეტში კონვერტი და ფლეშკა იყო წარმოდგენილი და თუ ატყუებთ საზოგადოებას არ ვიცი... მე ვიცი რომ პროკურატურის ლეგიტიმური ინტერესია მოიპოვოს ის ინფორმაცია რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება. აუდიო ჩანაწერზეც ითანამშრომლეთ პროკურატურასთან, ამ დეტალზეც შეეკითხეთ და გადაეცით ინფორმაცია. ამ დეტალების შესახებ ფლეშკით გადასცემთ, მყარი დისკით, სერვერს მიუტანთ თუ საერთოდ არაფერს გადასცემთ, ამ დეტალების შესახებ ითანამშრომლეთ პროკურატურასთან და პრობლემები არ გექნებათ. არც ისე არ გექნებათ, რადგან კანონმდებლობა გიცავთ". - მიმართა მდინარაძემ TV პირველის ჟურნალისტს. 


სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. პროკურატურის განცხადების თანახმად, განაცხადების თანახმად, სასამართლოს მიერ გაცემულია მხოლოდ კონკრეტული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღების და არა ტელეკომპანიის ოფისის ჩხრეკის განჩინება.

ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე დაიწყო. 

6 მარტს, TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბერა ივანიშვილის გაკრიტიკების გამო მათ დაემუქრნენ. ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე ამბობს, რომ 5 წლის წინ ივანიშვილი ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც მას დაემუქრნენ. მუქარაზე საუბრობს მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილიც. საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი კი ჰყვება,  რომ ივანიშვილზე დაწერილი კრიტიკული პოსტის შემდეგ მის ნათესავს თავს დაესხნენ.

კომენტარები