ჩანაწერები

"შენს შვილიშვილს დააყენებინე, სანამ ჯანმრთელიაო" – ჩანაწერებს მომღერალიც ეხმაურება

მომღერალი, "X ფაქტორის" ყოფილი მონაწილე, ქრისტინე მარტიაშვილი TV პირველის ეთერში გასულ ჩანაწერებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მათ ავთენტურობაში ეჭვი არ ეპარება. მომღერალი ბერასთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებას Facebook-ზე ყვება: 

"ვიცი, რომ ეხლა დედაჩემი ისევ გაბრაზდება, ამას რომ ვწერ, მაგრამ ამდენ ადამიანს რომ ვხედავ იგივე მდგომარეობაში და თან ზოგის კომენტარს, რომ შეთითხნილი ისტორიაა, მეცინება, თან ვბრაზდები!

ყოველთვის მაქვს ის შეგრძნება,რომ მისმენენ და ეჭვი გამიმართლდა 3 თვის წინ, როდესაც ეთოს ველაპარაკებოდი, 90-იანებში შუა საუბარში რომ ერთვებოდნენ ტელეფონზე, ისე ჩამერთო ვიღაც გურამი. სულ მგონია,რომ ჩემი სოც. ქსელიც კონტროლდება. შარშანწინ, სანამ ბებია კიდევ ცოცხალი იყო, დამირეკა ძალიან აღელვებულმა, ძალიან გთხოვ, სულ 2 წუთით შემომიარეო. ბებიას სიმსივნე ჰქონდა ბოლო 6 წელი, ნახევარი ცხოვრება ჯერ თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და მერე ჩიტაძეზე, ძალიან უშიშარი ადამიანი იყო. ვიღაცამ დაურეკა და უთხრა, შენ შვილიშვილს დააყენებინე, სანამ ჯანმრთელიაო. ეგეთი აჭრელებული სახით, ეგეთი განერვიულებული და შეშინებული მე ნაზიკო არ მახსოვს. მაშინ სასაცილოდ არ მეყო, ახლა კი ვხვდები, რაშიც იყო საქმე. ვიკამათეთ, ნუ მიკრძალავთ ჩემი აზრის დაფიქსირებას-თქო(მაშინ ბევრად აქტიური ვიყავი). ჩემს გარშემო უამრავ ადამიანს ეშინია აზრის დაფიქსირება და, ფაქტია, თავს არიდებენ :)))

ბერას სიმღერასთან დაკავშირებული ისტორია კი დავწერე, მაგრამ ის, რაც სტუდიაში ვნახე, ეგ აღარ დამიწერია. 2011 წელი იქნებოდა ალბათ, სიმღერა "სმს"-ისთვის ვიყავი სტუდიაში. ცოტა ხანში ატყდა განგაში და შემოვარდა ბერა საძმაკაცოთი, ამიკოს მეთაურობით 5-6 ბიჭი. შემოიტანეს მაკბუკები და დაიწყეს ექაუნთების კეთება, ვიღაც ცუდ კომენტარებს მიწერს და გავარკვიოთ ვინ არისო. ამიკომ მე ორნაირ პროფილს გავაკეთებ, ერთიდან გაგინებ, მეორედან ამ ტიპს გავლანძღავ და გავარკვევ ვინ არისო. ზუსტად მახსოვს ბერას სიტყვები “ხო იცი, ძმაო, ეგ საიდანაც მოდის?!” ხოდა გავარკვიოთო :)))

ნუ მაშინ მე ვერაფერს მივხვდი. გადის რამდენიმე თვე და ბერამ დაიწყო სტატუსების ქართულად წერა, ერთ-ერთი სტატუსი იყო “მამული,ენა,სარწმუნოება!” რაზეც მივუწერე, რომ კარგია, ქართულად რომ წერდა, მაგრამ სწორი “ენა,მამული,სარწმუნოება!” იყო, 2 წამში შემომივარდა ამიკო ჩატში და დაიწყო ჩემი ლანძღვა  :))) თურმე როგორ მყვარებია ილია და მილიონი დამამცირებელი ტექსტები :))

1% არ მეპარება ეჭვი,რომ ჩანაწერი ნამდვილია :))))"


TV პირველის ეთერში გავიდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ.  

ჩანაწერებს, მარტიაშვილის გარდა, საკუთარი ისტორიებით ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე და მუსიკოსი სანდრო სულაქველიძეც გამოეხმაურნენ. 

კომენტარები