პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ინტერვიუს CBS-ზე 17.1 მილიონმა ადამიანმა უყურა

CBS

დაახლოებით 17.1 მილიონმა ადამიანმა უყურა 8 მარტს, გამთენიისას Cbs-ზე ოპრა უინფრისთან პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ინტერვიუს.

ინტერვიუს ხანგრძლივობა 2 საათი იყო და ის ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი შოუ აღმოჩნდა Cbs-ის 2020-2021 წლის სატელევიზიო სეზონის განმავლობაში.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ Cbs-მა ოპრა უინფრის Harpo Productions-ს 7 მილიონი დოლარიდან 9 მილიონ დოლარამდე გადაუხადა, რათა ინტერვიუ მათთან გასულიყო. ჰონორარი არ აუღიათ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის.

2-საათიანი ინტერვიუს განმავლობაში წყვილმა ძირითადად დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახში ცხოვრების სირთულეებსა და ამავე ოჯახის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა.

 

2020 წლის  8 იანვარს სასექსის ჰერცოგინიამ და პრინცმა ჰარიმ განცხადება გაავრცელეს, რომ ისინი უარს ამბობენ სამეფო ტიტულებზე და დროის გატარებას დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში გეგმავენ. მათ ასევე თქვეს, რომ მუშაობენ, რათა გახდნენ ფინანსურად დამოუკიდებლები.

ამის შემდეგ სამეფო ოჯახს შორის დაიწყო მოლაპარაკებები, რის შედეგადაც დიდი ბრიტანეთის დედოფალმა განაცხადა, რომ ოჯახი პატივს სცემს ჰარისა და მეგანის სურვილის, რომ დაიწყონ ახალი ცხოვრება.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, 18 იანვარს, ბუკინგემის სასახლე უკვე ოფიციალურად დაეთანხმა პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის მოთხოვნას და მათ სამეფო ტიტულები ჩამოართვა.

კომენტარები