პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

მეგან მარკლი სამეფო ოჯახში ცხოვრებაზე: სიცოცხლის გაგრძელება აღარ მინდოდა

CBS

ტელეკომპანია CBS-ის ეთერში ოპრა უინფრისთან პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ინტერვიუ გავიდა, სადაც წყვილმა დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახში ცხოვრება გაიხსენა და ისაუბრეს, რა სირთულეებს აწყდებოდნენ მაშინ.

მეგან მარკლის თქმით, სამეფო ოჯახში ცხოვრების დროს თვითმკვლელობაზე ფიქრები აწუხებდა.

"სუიციდური ფიქრები გქონდა?" – ჰკითხა ოპრა უინფრიმ მეგან მარკლის.

"დიახ, ეს ძალიან ნათელი და შემაშინებელი იყო. გამოსავალს ვეღარ ვხედავდი. დედაჩემი და მეგობრები მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ისინი [სამეფო ოჯახი] მე არ მიცავდნენ". – უპასუხა მან.

მეგან მარკლის თქმით, მას რაღაც ეტაპზე სიცოცხლის გაგრძელება აღარ სურდა და ამის შესახებ ინსტიტუციასაც გაანდო, რომელშიც ის ამბობს, რომ რამდენიმე ადამიანს გულისხმობს. მარკლიმ არ დააკონკრეტა ამ ადამიანების ვინაობები.

"ძალიან მრცხვენოდა ამის ხმამაღლა თქმის და განსაკუთრებით, ჰარისთან ამის გამჟღავნების, რადგან ვიცოდი, რომ მას ისედაც უდიდესი დანაკარგი ტანჯავდა. თუმცა, ვიცოდი, რომ ამას ხმამაღლა თუ არ ვიტყოდი, აუცილებლად გავაკეთებდი - აღარ მსურდა სიცოცხლის გაგრძელება. მე მივედი ინსტიტუციაში და ვუთხარი, რომ სადმე დახმარების მისაღებად წასვლა მჭირდებოდა. მათ მითხრეს, რომ ამას ვერ ვიზამდი, რადგან ეს ინსტიტუციისთვის ცუდი იქნებოდა". – თქვა მან.

მეგან მარკლი ასევე იხსენებს, რომ ის დახმარების სათხოვნელად ადამიანური რესურსების დეპარტამენტში მივიდა , სადაც უთხრეს, რომ ვერ დაეხმარებოდნენ, რადგან არ იყო დაქირავებული თანამშრომელი, არამედ იყო ოჯახის წევრი.

"რასაც შენ აღწერ, არის ის, რომ გაჭედილი იყავი და დახმარებას ვერ იღებდი, მიუხედავად იმისა, რომ თვითმკვლელობის ზღვარზე იყავი. ეს არის, რასაც შენ ჰყვები და რასაც მე ვისმენ". – უთხრა მას ოპრა უინფრიმ.

ამის შემდეგ წამყვანმა სასექსის ჰერცოგინიას დახმარების სათხოვნელად სამედიცინო დაწესებულებაში წასვლაზე ჰკითხა.

"სასახლეში Uber-ს ვერ გამოიძახებ. ასე უბრალოდ ვერ წახვალ. უნდა გამიგოთ - როდესაც ამ ოჯახს შევუერთდი, ეს იყო უკანასკნელი დღე, როდესაც ჩემი მართვის მოწმობა, პასპორტი და გასაღებები ვნახე". – უპასუხა მეგან მარკლიმ.

კომენტარები