გერმანია

ზალკალიანი: ჩვენი მოქალაქეების დასაქმების კუთხით ბევრ ქვეყანასთან ვმუშაობთ

ჩვენ ვმუშაობთ არა მხოლოდ გერმანიასთან, არამედ ბევრ ქვეყანასთან, ე.წ ცირკულარული მიგრაციის მიმართულებით და ჩვენი მოქალაქეების ლეგალური დასაქმების კუთხით.

ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მოქალაქეებს ვაიძულებთ, დატოვონ ქვეყანა. პირიქით, სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლიანი პოლიტიკის ნაწილია ის, რომ შეთანხმებებში, რომელიც გაფორმდება ქვეყნებთან, ამ შეთანხმებების ნაწილი იქნება, რომ ეს არის არა სამუდამოდ წასვლა, არამედ იმ პირობით წასვლა, რომ ისინი უკან დაბრუნდნენ, როგორც უკვე კვალიფიკაციაამაღლებული ადამიანები და საკუთარ ქვეყანას მოახმარონ ის გამოცდილება, რომელსაც ისინი შეიძენენ ქვეყნის გარეთ

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

კომენტარები