Freedom House

სარჯველაძე Freedom House-ის ანგარიშზე: თვალში მომხვდა რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა და უზუსტობა

მიხეილ სარჯველაძე

ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის 2020 წლის შემაჯამებელ ანგარიშში რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა და უზუსტობაა. სარჯველაძის აზრით, მის მიერ დანახული "შეცდომები" გავლენას მოახდენს საბოლოო შეფასებაზე, რაც დასკვნაშია გაკეთებული.

"მე არ ვიცი, რა ინფორმაციას ეყრდნობა ამ შემთხვევაში ეს ორგანიზაცია, რომლის დასკვნაზეც ვსაუბრობთ, მაგრამ იქ არის აშკარად ფაქტობრივი შეუსაბამობები, არაერთია, მათ შორის, არჩევნებთან მიმართებაშიც და იგივე გადათვლასთან მიმართებაში. ვფიქრობ, ცოტა ტენდენციურად არის ეს ინფორმაცია მიწოდებული, რომელსაც ეყრდნობა დასკვნა საბოლოო, შემაჯამებელი. ამიტომ, მე ვერ გავიზიარებ, რა თქმა უნდა, შეფასებას, რომ ეს არჩევნები რაიმე თვალსაზრისით პრობლემატურია, თუ არის, ამის დასაბუთებისთვის ყველა შესაძლებლობა აქვს ჩვენს ქვეყანაშივე ოპოზიციას მიცემული". – ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

Freedom House-ის 2020 წლის შემაჯამებელ ანგარიშში საქართველომ 2019 წელთან შედარებით ძირითადად გაუარესებული შედეგები აჩვენა. ანგარიშში ცალ-ცალკეა განხილული დემოკრატიულობისსოციალურ-პოლიტიკური და ინტერნეტ თავისუფლების მაჩვენებლები. საქართველოს თავისუფლების რეიტინგი წინა წელთან შედარებით დაკლებულია. გასული წლის 63-ქულიანი მაჩვენებლიდან ქვეყანა წელს 61 ქულამდე ჩამოვიდა.

პოლიტიკურ უფლებებში, ანგარიშის მიხედვით, საქართველო 40-დან 24 ქულით შეფასდა. პოლიტიკური უფლებების პრობლემებში ნახსენებია სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების პრობლემა. ასევე ამ ნაწილში ნახსენებია არჩევნებზე სახელმწიფო ხარჯების კამპანიისთვის გამოყენების, ხმების მოსყიდვის, მმართველი პარტიის მხარდამჭერების საარჩევნო უბნებთან ყოფნით შექმნილი დაძაბული გარემოსი და მსგავსი პრობლემები. ამ მაჩვენებელზე ცუდად აისახა კორუფციისა და ნეპოტიზმის ტენდენციაც. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მცირე სახის კორუფცია აღმოფხვრილია, მაგრამ პრობლემად რჩება შიდასამთავრობო კორუფცია. 

კომენტარები