Freedom House

Freedom House: შედეგები გაუარესებულია, საქართველოს დემოკრატიულობის მაჩვენებელმა იკლო 

არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს  საქართველოს დემოკრატიულობის რეიტინგი კიდევ ერთხელ შემცირდა. 

დემოკრატიის კომპონენტში 100-დან საქართველოს 36.3% აქვს, რაც გასულ წელთან შედარებით, 1.2%-ითაა შემცირებული. 
ქართული დემოკრატია კი 7-ქულიან სკალაზე 3.18 ქულით არის შეფასებული.

ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიულობის მაჩვენებელზე ცუდად არის ასახული პოლიტიკისა და მედიის პოლარიზაცია და რადიკალიზაცია.

Freedom House-ის შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები, რასაც ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტი მოჰყვა. საბოლოო ჯამში, საარჩევნო პროცესის შეფასება 3.25-დან 3.0-მდე შემცირდა. 

ასევე შემცირებულია მედიის დამოუკიდებლობის რეიტინგიც, კერძოდ, 3.75-დან 3.5-მდე. 

საუკეთესო მაჩვენებელი, 100-დან 76,  საქართველოს მხოლოდ ინტერნეტ თავისუფლების რეიტინგში აქვს. 

რწმენის თავისუფლების მხრივ, ანგარიშში ხაზგასმულია რელიგიური უმცირესობების შევიწროების ფაქტები.

ორგანიზაციის შეფასებით, საქართველო ისევ ნახევრად თავისუფალი ქვეყნების სიაში რჩება. 

კომენტარები