აშშ-რუსეთი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს: კოლეგებს მოვუწოდებთ, ცეცხლს ნუ ეთამაშებით

მარია ზახაროვა
The Times

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აშშ-ს მიერ რუსეთისთვის ნავალნის მოწამვლის გამო დაწესებული სანქციები "ანტირუსულ გამოხდომად" შეაფასა და კოლეგებს მოუწოდა "ცეცხლს ნუ ეთამაშებით".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ვაშინგტონი შიდა პრობლემების ფონზე "ცდილობს გარე მტრის ხატის კულტივირებას". ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უწყების პრესპიკერმა პროვოკაცია უწოდა, რომელიც რუსეთის საშინაო საქმეში ჩარევისთვის გამოიყენება.

ზახაროვას თანახმად, რუსეთი საპასუხო, თუმცა, შესაძლოა, არასიმეტრიულ ზომებს მიიღებს.

"თუ აშშ არაა მზად თანაბარუფლებიანი დიალოგისთვის გონიერ საფუძველზე, ეს მისი არჩევანია. სანქციებისკენ ამერიკული "მიდრეკილებების" მიუხედავად ჩვენ გავაგრძელებთ თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად ჩვენი ეროვნული ინტერესებს დაცვას ნებისმიერ აგრესიაზე პასუხის გაცემით. მოვუწოდებთ კოლეგებს, ცეცხლს ნუ ეთამაშებით". – თქვა მარია ზახაროვამ.


2 მარტს აშშ-მ რუსეთის ოფიციალურ პირებს და კომპანიებს ნავალნის მოწამვლისთვის სანქციები დაუწესა. აშშ-ს ოფიცილური პირების თქმით, სანქციები ევროკავშირთან კოორდინაციით დაწესდა.

აშშ-მ ანგარიშები გაუყინა მაღალი რანგის 7 რუს ოფიციალურ პირს, მათ შორის რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელს. გარდა ამისა 14 კომპანია შავ სიაში მოხვდა. 

"სადაზვერვო სამსახურის დიდი თავდაჯერებულობით აფასებს, რომ რუსეთის ფეფერაციის უშიშროების სამსახურის FSB-ს ოფიცრებმა გამოიყენეს ნერვული აგენტი ნოვიჩოკი რათა რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი 2020 წლის 20 აგვისტოს მოეწამლათ" – თქვა აშშ-ს ერთ-ერთმა მაღალი რანგის პირმა.

ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფართოვა სანქციები ქიმიური და ბიოლოგიური იარაღების აქტზე დაყრდნობით, სწორედ ამ აქტზე დაყდნობით დაუწესეს რუსეთს სანქციები სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლისთვის. სანქცირებულების ვინაობის შესახებ ჯერ-ჯერობით უცნობია. 

კიდევ ერთი ოფიციალური პირის თქმით, ვაჭრობის დეპარტამენტი სანქციების სიაში დაამატებს 14 სუბიექტს მათი ჩართულობისთვის "საქმიანობაში, რომელიც ეწინააღმდეგება აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ინტერესებს".

"კერძოდ ეს მხარეები არიან ჩართულნი ბიოლოგიურ აგენტების წარმოების და ქიმიური წარმოების სხვადასხვა ასპექტებში" – თქვეს ოფიცილაურმა პირებმა. 

აშშ-მ კიდევ ერთხელ დაჟინებით მოუწოდა რუსეთს ნავალნის ციხიდან გათავისუფლებისკენ.

კომენტარები