შარლ მიშელის ვიზიტი

ღარიბაშვილი: მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა ოპოზიციასთან შეხვედრაში

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მზად არის, ოპოზიციასთან იმ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა, რომელზეც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მხარეები დღეს საღამოს მიიწვია.

"მინდა, გამოვეხმაურო ბატონი პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ ბრწყინვალე ინიციატივას, რომელიც შეეხება შესაძლო შეხვედრას ჩემსა და, ასე ვქვათ, ოპოზიციასთან. მე მინდა, აქვე დავადასტურო საჯაროდ, რომ მე ვარ მზად, ამ შეხვედრას დავესწრო და მივიღო მონაწილეობა.

მინდა, ჩვენი გუნდის სახელით მზაობა დავადასტურო, რომ კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული დეესკალაციისთვის და რეალური კონსტრუქციული დიალოგისთვის". – თქვა ღარიბაშვილმა


"მე ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ მოხდეს დეესკალაცია და გაერთიანდეს ძალები იმისთვის, რომ პოლიტიკური დიალოგი შედგეს და მე ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შევხვდეთ, დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიტაციაზე და შედგეს პოლიტიკური დიალოგი". – თქვა შარლ მიშელმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

მიშელი უკვე შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს. ის საქართველოს 2 მარტს დატოვებს. 

კომენტარები