ჩინეთის ეკონომიკა

ჩინეთის ეკონომიკა 2035 წლისთვის, შესაძლოა, გაორმაგდეს

ფოტო: capitalwatch.com

Bank of America-ს ეკონომისტების ვარაუდით, 2035 წლისთვის ჩინეთის ეკონომიკას გაორმაგების შანსები აქვს. ამ პროცესში ჩინეთი გადაუსწრებს აშშ-სა და მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა გახდება. 

ამ მიზნის მისაღწევად ჩინეთის ეკონომიკა მომდევნო 15 წლის განმავლობაში საშუალოდ წლიურად 4.7%-ით უნდა გაიზარდოს.

ასეთი ტემპით ზრდის შემთხვევაში, ჩინეთის ეკონომიკა აშშ-ს 2028 წელს გაუსწრებს. 

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი განვითარების ტემპის შენარჩუნება საკმაოდ რთული იქნება.


ჩინეთის მშპ-ის ზრდა წლების მიხედვით: 

  • 2020  –  2.31%
  • 2019  –  6.11%    
  • 2018  –  6.75%    
  • 2017  –  6.95%    
  • 2016  –  6.85%    
  • 2015  –  7.04%    
  • 2014  –  7.43%    
  • 2013  –  7.77%    
  • 2012  –  7.86%    
  • 2011  –  9.55%    
  • 2010  –  10.64%
Worldbank.org

ჩინეთი ერთადერთი მსხვილი ეკონომიკაა, რომელიც გლობალური პანდემიის მიუხედავად, არათუ შემცირდა, არამედ 2.3%-ით გაიზარდა. თუმცა 1976 წლის შემდეგ ეს ეკონომიკური ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

2021 წლისათვის საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) ჩინეთის ეკონომიკის 8.1%-იან ზრდას ვარაუდობს. 

ჩინეთისაგან განსხვავებით, 2020 წელს აშშ-ის ეკონომიკა 3.5%-ით შემცირდა. IMF-ის ვარაუდით, 2021 წელს ის, შესაძლოა, 5.1%-ით გაიზარდოს. 

ჩინეთის მმართველმა, სი ძინფინგმა გასული წლის ნოემბერში თქვა, რომ 2035 წლისათვის შესაძლებელი იქნება ქვეყნის მშპ-ის და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის გაორმაგება.
 

კომენტარები