ჩინეთის ეკონომიკა

2021 წლის პირველ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 18.3%-ით გაიზარდა

ფოტო: Financial Times

გასული წლის მონაცემებთან შედარებით, 2021 წლის პირველ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 18.3%-ით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიურო ავრცელებს. 

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 0.7%-ით ჩამორჩება ჩინეთის მთავრობის პროგნოზს. 

გასულის წლის პირველ კვარტალთან შედარებით, როცა კოვიდპანდემიის გამო ჩინეთის ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა, 2021 წელს ზრდის მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულებს აღწევს.

მიუხედავად მაღალი მაჩვენებლისა, 2020 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, ჩინეთის მშპ მხოლოდ 0.6%-ით გაიზარდა

ჩინეთის რეალური მშპ.  წყარო: CNBC

ეკონომისტების განმარტებით, ზრდის ასეთი მაღალი მაჩვენებელი გასული წლის მონაცემებთან შედარებითაა გამოწვეული. ვინაიდან, ჩინეთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც Covid-19 გავრცელდა, სწორედ ამიტომ მისი მშპ 2020 წლის პირველ კვარტალში განსაკუთრებით შემცირდა და 1976 წლის რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია. 

2020 წლის მეორე კვარტლიდან მოყოლებული, ჩინეთის ეკონომიკა იზრდება და 2020 წლის ბოლოს მან მშპ-ის ზრდის დადებითი მაჩვენებელი, 2.31% დააფიქსირა. 

ჩინეთის მშპ-ის ზრდა წლების მიხედვით: 

  • 2020  –  2.31%
  • 2019  –  6.11%    
  • 2018  –  6.75%    
  • 2017  –  6.95%    
  • 2016  –  6.85%    
  • 2015  –  7.04%    
  • 2014  –  7.43%    
  • 2013  –  7.77%    
  • 2012  –  7.86%    
  • 2011  –  9.55%    
  • 2010  –  10.64%

კომენტარები