ოქროს გლობუსი 2021

ქიში და შამათი - QUEEN'S GAMBIT-მა ოქროს გლობუსი მოიპოვა

Vanity Fair

საუკეთესო მინისერიალის კატეგორიაში Netflix-ის შოუ Queen's Gambit დასახელდა.

ამ დროისთვის გახმაურებული მინისერიალი ორი ოქროს გლობუსის მფლობელია. პირველი ჯილდო მთავარი როლის შემსრულებელს, ანია-ტეილორ ჯოის გადაეცა.

Queen's Gambit გამოგონილი მოჭადრაკე ქალის, ბეთ ჰარმონის ისტორიაა, რომელიც ჭადრაკის დიდოსტატის ტიტულისთვის იბრძვის. ნამუშევარმა როგორც კრიტიკოსთა, ისე მაყურებელთა დადებითი შეფასებები დაიმსახურა.

ოქროს გლობუსის რიგით 78-ე დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესში ამ წუთებში მიმდინარეობს. 

კომენტარები