ოქროს გლობუსი 2021

ბეტ ჰარმონის მორიგი მოგებული პარტია - ანია ტეილორ-ჯოი ოქროს გლობუსის მფლობელია

The Arts Desk

ანია ტეილორ-ჯოიმ მინისერიალში საუკეთესო მსახიობი ქალის პერფომანსისთვის ოქროს გლობუსი მოიპოვა. ახალგაზრდა მსახიობისთვის ეს პირველი ოქროს გლობუსია. შესაძლოა, მან დღეს კიდევ ერთი ჯილდო მოიპოვოს - ტეილორ-ჯოი ასევე საუკეთესო კომედიური მსახიობი ქალის კატეგორიაშია წარდგენილი.

ტეილორ-ჯოიმ ოქროს გლობუსი Queen's Gambit-ში შესრულებული ბეთ ჰარმონის როლისთვის მიიღო.

Queen's Gambit მინისერიალია, რომლის მთავარი გმირი ჭადრაკის დიდოსტატის ტიტულისთვის მებრძოლი მოთამაშე ქალია. სერიალმა როგორც მაყურებელთა, ისე კრიტიკოსთა დადებით შეფასებები მიიღო და გასული წლის ნამდვილი ჰიტი გახდა.

ოქროს გლობუსის რიგით 78-ე დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესში ამ წუთებში მიმდინარეობს. 

კომენტარები