მსახიობმა ჯოშ ო'კონორმა სერიალ The Crown-ში პრინცი ჩარლზის როლის შესრულებისთვის ოქროს გლობუსი მიიღო.
ბრიტანეთის სამეფო კარის შესახებ შექმნილმა სერიალმა დღეს უკვე ორი ჯილდოს მოიპოვა. ერთი საათით ადრე ო'კონორის ეკრანულმა პარტნიორმა, პრინცესა დაიანას როლის შემსრულებელმა, ემა კორინმა გაიმარჯვა.
საუკეთესო სატელევიზიო დრამატული მსახიობის კატეგორიაში ო'კონორის ოპონენტები ჯეისონ ბეიტმანი, მეთიუ რიზი, ალ პაჩინო და ბობ ოდენკირკი იყვნენ.
ოქროს გლობუსის რიგით 78-ე დაჯილდოების ცერემონია ამ წუთებში ლოს-ანჯელესში მიმდინარეობს. ნომინაციების რაოდენობით დევიდ ფინჩერის მანკი ლიდერობს.