სიტკომმა Schitt's Creek საუკეთესო კომედიისა ან მიუზიკლის კატეგორიაში ოქროს გლობუსი მიიღო.
გასულ წელს სერიალის მეექვსე სეზონმა 9 ემის ჯილდო მოიპოვა და სატელევიზიო დაჯილდოების ერთერთი რეკორდსმენი გახდა.
დღევანდელ დაჯილდოებაზე სერიალმა რიგით მეორე ჯილდო მოიპოვა. პირველი ოქროს გლობუსი სიტკომს მსახიობმა კეტრინ ო'ჰარამ მოუტანა.
კანადური კომედიური სერიალი CBC-ის ეთერში 2015 წლიდან გადის. ყველაზე დიდი გამოხმაურება 2020 წელს გამოსულ სიტკომის მეექვსე სეზონს ჰქონდა.
ოქროს გლობუსის რიგით 78-ე დაჯილდოება ლოს-ანჯელესში ამ წუთებში მიმდინარეობს.