ნიკა მელიას დაკავება

პავილიონისი: ივანიშვილის მარიონეტებმა ყველა ზღვარი გადალახეს, მათ გაკვეთილი უნდა ისწავლონ

...იმან, რაც მე მათ [მმართველი პარტიიდან] პირადად მითხრეს, შემაძრწუნა. საუბრის ასეთი ენა მე არ გამიგია არც პუტინისგან და არც ლუკაშენკოსგან. ისინი უფრო ბრძენები გამოდიან. როდესაც მთელ ოპოზიციას ეძახი ბოლშევიკებს, ფაშისტებს, დამნაშავეებს... ისინი დემოკრატიის "გაწმენდის" გზას ხედავენ მხოლოდ მათ დაპატიმრებაში. მე ვცდილობდი, ამეხსნა, რომ დასავლეთში ჩვენ ასე არ ვიქცევით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვძულს კომუნისტები, ერთმანეთს არ ვაპატიმრებთ. როდესაც მე მათ ვახსენებ, რომ ეს პარტია ასევე არის EPP-ის ოჯახი და ისინი EPP-ს უწოდებენ ფაშისტს, კრიმინალსა, თუ მაფიას, ვინ არის მაფია? მერკელია მაფია? ფონდერლაინია მაფია? 

მათ ჩემზე ფილმი შექმნეს ბიძინას ტელევიზიაში, რომ თითქოს მე ფულს ვიღებ სააკაშვილისგან. თუ მათ შეუძლიათ, რომ მე გამიკეთონ ეს, რას გაუკეთებენ ისინი ქართველ ხალხს? ამიტომ, მოკლედ რომ ვთქვათ, ივანიშვილის მარიონეტებმა ყველა ზღვარი გადალახეს და მათ გაკვეთილი უნდა ისწავლონ. ამიტომ, მე სენატიდან ჩემს მეგობრებთან ერთად [ვამბობ], დიახ, ჩვენ დახმარება პირობითი უნდა გავხადოთ. საქართველო ამ რეგიონში ჩვენი ჯიბიდან იღებს ყველაზე დიდ დახმარებას ერთ სულ მოსახლეზე, ჩვენი გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან და რისთვის იყენებენ ამას? ოპოზიციის წინააღმდეგ გაზის გასაშვებად? მათ დასაპატიმრებლად? 

ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი კიდევ ერთხელ ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ამჯერად ის  ონლაინ ვებინარზე გამოვიდა სიტყვით .

კომენტარები