ნიკა მელიას დაკავება

აქციამ პარლამენტთან გადაინაცვლა, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა [VIDEO]

ტაბულა

 აქციის მონაწილეებმა კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს პარლამენტთან გადაინაცვლეს და კარავი გაშალეს – გადაიკეტა რუსთაველის გამზირი.

სანამ საპროტესტო აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლებდა, ოპოზიციურმა პარტიებმა 26 თებერვალს ფილარმონიიდან მსვლელობა დაანონსეს. ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე თქვა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი დღეს, 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. მანამდე, სამართალდამცველებმა პარტიის ოფისს, სადაც თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა, ალყა შემოარტყეს და მათ 30 წუთი მისცეს. ნიკა მელიას ოფისში შეჭრისას, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ასევე, იყენებდნენ წიწაკის სპრეის. ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა.

კომენტარები