ნიკა მელიას დაკავება

ევროპარლამენტარი გრეგოროვა: მელიას დაკავება დემოკრატიის უკუსვლის აისბერგის მხოლოდ წვერია

Pirátské listy

ევროპარლამენტარი მწვანეთა ალიანსიდან, მარკეტა გრეგოროვა ნიკა მელიას დაკავებას საკუთარ Twitter-ზე ეხმაურება:

"ძალიან გულდასაწყვეტია საქართველოში განვითარებული მოვლენები. ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება დემოკრატიის უკუსვლის აისბერგის მხოლოდ წვერია. პოლიტიკური პატიმრების სიაში მატება ევროპისაკენ პროგრესის გზა არაა". – წერს ის.

 

შსს-ს საპოლიციო ძალები ენმ-ის ოფისში 23 თებერვლის დილას შევიდნენ და ნიკა მელია დააკავეს. ადგილზე მყოფი ადამიანების თქმით, ენმ-ის თავმჯდომარის ოთახში შეჭრილმა სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.

კომენტარები