ჩვენი ტერიტორიების 20% არის დაკარგული, რაც განაპირობა, ასე ვთქვათ, ამ დესტრუქციული ოპოზიციის მმართველობამ, მათ თავიდან ვერ აიცილეს ის უბედურება, რაც მოიტანა აგვისტოს ომმა და, რამაც განაპირობა ჩვენი ტერიტორიების, ასე ვთქვათ, რუსეთის, ოკუპანტი ქვეყნის, მხრიდან აღიარება, შედეგად, ჩვენ მივიღეთ ის, რომ დღეს აბსოლიტურად მოწყვეტილი არის ჩვენი მოსახლეობისგან ეს ორი ჩვენი ძირძველი ტერიტორია, ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი თანამოქალაქენი.
აქედან გამომდინარე, მე მინდა, ერთი მთავარი ვთქვა, რაც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია და ჩვენ ყოველთვის გვავიწყდება, მოდით, ვიყოთ რეალისტები და მოდით ყველაფერს, ასე ვთქვათ, ღია სიმართლე დავუპირისპიროთ, მაშინ როცა ჩვენს ქვეყანაში ჩვენი აფხაზი, ოსი თანამოქალაქენი უყურებენ როგორი დესტაბილიზაციის მცდელობა მიმდინარეობს, გაუთავებელი ჩვენი დესტრუქციული ხელისუფლების მხრიდან. ისინი ხედავენ, რომ ჩვენ არ გვაქვს ერთობა ჩვენს ერში, ხედავენ, რომ გვაქვს უამრავი პრობლემა, როგორიც არის ეკონომიკა, უმუშევრობა, სიღარიბე, სოციალური პირობები, მიუხედავად იმ წარმატებისა, რაც ჩვენ მივაღწიეთ, რაც არის ევროკავშირთან, ასე რომ ვთქვათ, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა და სხვა. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ დღესაც ვართ ძალიან ღარიბი ქვეყანა...





