იარკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: ჯარი, ეკლესია, პოლიცია არის ხელშეუხებელი

გულწრფელი მადლობა ყველას, დაწყებული გენერლიდან, მეთაურიდან, რიგითამდე. მე ვარ უაღრესად ამაყი და ვარ ბედნიერი, ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, რომ ვიყავი თავდაცვის მინისტრი.მე ვფიქრობ, რომ ერთი ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ ამ უწყებაში ამ ერთი წლის განმავლობაში. მჯერა, ბატონი ბურჭულაძე ასევე წარმატებით გააგრძელებს ყველა იმ რეფორმას და საქმეს, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ და კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ჯარი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ინსტიტუციაა. ჯარი,  ეკლესია, პოლიცია და  ა.შ ჩვენი სახლემიწიფო ინსტიტუტები არის ხელშეუხებელი, მეგობრებო. მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, ჩვენ გვჭირდება საერთო ეროვნული კონსენსუსი,  მე ძალიან მწყინს და არ მიკვირს, რომ ჩვენს ოპონენტებს ასეთი დესტრუქციული პოლიტიკა აქვთ, ხანდახან უნდა გავმიჯნოთ ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი უფრო მთავარი – საერთო ეროვნული იდეებისგან. არ შეიძლება მიზანმიმართული დისკრედიტაცია ჩვენი პოლიციის, ჩვენი ჯარის და ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების...

ირაკლი ღარიბაშვილმა ამ თემაზე პარლამენტში ისაუბრა. საკანონმდებლო ორგანომ დღეს ახალი პრემიერმინისტრი და მთავრობის განახლებული შემადგენლობა უნდა დაამტკიცოს. 

კომენტარები