სამართლიანი არჩევნები

ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე გახდა

isfed.ge/

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. ორგანიზაციის გამგეობამ ახალ აღმასრულებელ დირექტორად ნინო დოლიძე აირჩია.

"ნინო დოლიძე არის საჯარო პოლიტიკის მაგისტრი. მას გააჩნია სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება. ნინოს განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი, რომელიც მიმართული იყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობისთვის". – წერია ISFED-ის განცხადებაში. 

მანამდე აღნიშნულ პოზიციას ელენე ნიჟარაძე იკავებდა. 

არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მ ხელახლა გადათვალა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების PVT უბნები და საბოლოო ანგარიშში დაადგინა, რომ მეტობით დისბალანსი 8%-ს შეადგენს. 8%-იანი დისბალანსის შესახებ ორგანიზაცია პირველად ანგარიშებშიც საუბრობდა.

11 სექტემბერს ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომ შიდა აუდიტით გამოვლინდა ხარვეზი არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის (PVT) საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას არჩევნებზე ხმების 45.8%-ის ნაცვლად, 47.6% აქვს. სამართლიან არჩევნებში აცხადებდნენ, რომ ეს სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე, ხოლო არჩევნების დაბალი სტანდარტით ჩატარება კვლავ გამოიხატებოდა საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში. 

24 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ISFED- ელენე ნიჟარაძე აღარ უხელმძღვანელებდა.

კომენტარები