ნიკა მელიას საქმე

თალაკვაძე: მელია ჩაიკეტა ოთახში, შინაპატიმრობას მიმართა, რაც სამაჯურის ტარებაზე მძიმეა

ქართული ოცნება ყოველთვის ფიქრობდა ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების პოლიტიკურ შედეგზე. მათ შორის, [ნიკა მელიას] შემთხვევაშიც იყო გუნდში დისკუსია და მომავალშიც, შესაძლოა, იყოს დისკუსია იმაზე, თუ რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოყვეს იმ პროვოკაციას, რაც ნიკა მელიამ გამოიყენა.

მან სახელმწიფოს უთხრა, რომ ყველა მოქალაქეზე მაღლა დგას, იმ 400 მოქალაქეზეც მაღლა დგას, ვისაც დღეს სამაჯური უკეთია და არ იხსნის და არ აგდებს, მაგრამ პრობლემა ის არის, რასაც თვითონ იმუქრებოდა და რაც უნდა, რომ საზოგადოებას დააჯეროს, თითქოს გმირია, თავისუფლებისთვის იბრძვის და სამაჯური ძალიან უჭერს მის ამბიციებს და თავისუფლებას, იმაზე უარესი გააკეთა თვითონ, პრაქტიკულად მან თვითონ დაიმძიმა შეზღუდვები, ჩაიკეტა ოფისში, ოთახში და პრაქტიკულად თვით შინაპატიმრობას მიმართა, რაც უფრო მძიმე შეზღუდვაა, ვიდრე ნებისმიერი სამაჯურის ტარება...

თქვა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ,რუსთავი 2-ის ეთერში იმაზე საუბრისას, იყო თუ არა ქართულ ოცნებაში განხილვა ნიკა მელიას დაპატიმრების პოლიტიკური შედეგების შესახებ.

კომენტარები