აქცია პარლამენტთან

პარლამენტთან კარვის გაშლის მცდელობისას 20 ადამიანი დააკავეს

ტაბულა

პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე, ჯამში, 20 ადამიანი დააკავეს. 

აქტივისტებს სურდათ, საკანონმდებლო ორგანოს წინ კარავი გაეშალათ, თუმცა, ამის საშუალება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.   

"მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობს პოლიცია, პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები. მათ უკანონო ბრძანებებს აძლევს რუსი ოლიგარქი. ადამიანებს წიხლით სცემეს, ეს არის არათანაბარი ძალა. ჩვენი რამდენიმე აქტივისტი არის დაზარალებული. მე წავალ და საავადმყოფოებში მოვინახულებ". – ამბობს გიორგი ჩალაძე, ნაციონალური მოძრაობის წევრი. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ოცივე აქტივისტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

კომენტარები