თამარ ჟვანია

ცესკო: ჟვანიას გადადგომა სიმართლეს არ შეესაბამება

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულთან დაკავშირებით ტაბულას ცესკოში უთხრეს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 

ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით Facebook-ზე ინფორმაციას გიგი უგულავაც ავრცელებს. 

"თამარ ჟვანიაც გადადგა. ნაწილ ნაწილ მიდიან ეს შობელძაღლები". - წერს უგულავა.

ფორმულას ინფორმაციით კი, მათ ჟვანიას გადადგომა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილმა წევრმა, აკაკი კობალაძემ დაუდასტურა. 

"საუბარი იყო დღეს დილით ამ თემაზე, ჯერჯერობით ცესკოდან ინფორმაციის მოპოვება ძალიან რთულია, რადგან ცესკო გახდა ერთპარტიული და ცესკოს სხდომებს არავინ არ ესწრება. მათაც [ცესკოს თანამშრომლებს] ჰქონდათ ინფორმაცია, რომ თამარ ჟვანიამ დაწერა განცხადება და წავიდა". - ამბობს კობალაძე ფორმულასთან სატელეფონო ინტერვიუში. 

კომენტარები