ავტობანის რუისი-გორის მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა ევაკუატორს შეეჯახა. შემთხვევა, სავარაუდოდ, მოყინულმა გზამ გამოიწვია.
დაზიანებულია 15-მდე მანქანა. რამდენიმე ადამიანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.