საქართველოს საპატრიარქო

მეუფე იაკობი ჟურნალისტს: ეს კითხვები რუსულ საქმეს ემსახურება, ალბათ, ფულსაც გიხდიან რუსები

მთავარი არხი

"მე ვარ ის ეპისკოპოსი საქართველოს ეკლესიაში, რომლის ეპარქიაშიც რუსები წირვას ვერ ატარებენ, სანამ ცოცხალი ვარ, ვერც ჩაატარებენ, სანამ დაპყრობილი აქვთ ჩვენი ქვეყანა" - ასე უპასუხა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა კითხვას, რუსეთის ჩარევას თუ ხედავს ან ხედავდა საქართველოს საპატრიარქოში.

"ზოგადად ტელევიზიები რას ცდილობთ, თქვენ საქართველო გიყვართ? როდესაც საქართველოს ეკლესიაზე იძახით - რუსული, რუსული... საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოვდივართ, ჰო? თუნდაც ამას რომ მეკითხებით, რუსული ჩარევის ერთ-ერთ მაგალითად ჩავთვლი. რომ გავალებენ მასეთ კითხვებს, ვინც გავალებს, რუსულ საქმეს ემსახურებიან. აბსოლუტურად ემსახურებით რუსულ საქმეს, რაც არ უნდა მითხრათ, ემსახურებით, შეიძლება, ფულსაც გიხდიან რუსები" - მიმართა მეუფე იაკობმა ჟურნალისტს.

კომენტარები