წმინდა სინოდი

მინდიაშვილი: ილია ჭიღლაძე საპატრიარქოს პრორუსულობისთვის აკრიტიკებს, ამიტომ გახდა სამიზნე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სინოდმა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ამოიღო სამიზნედ, რომ საპატრიარქოს პრორუსული პოლიტიკის გამო აკრიტიკებს - სხვა მიზეზი მათ არ ჰქონდათ. ვისურვებდი, მამა ილია მაგალითი გახდეს სხვა მღვდელმსახურთათვისაც; ბევრმა მღვდელმა უნდა აღიმაღლოს ხმა ქრისტიანობის, ეკლესიის, სამშობლოს დასაცავად საპატრიარქოსა და სინოდის წინაღმდეგ, რომლებიც გააფთრებით ებრძვიან ჯვარცმულ ღმერთს, ებრძვიან ქრისტიანულ ტრადიციას, ებრძვიან საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ებრძვიან გიორგი მთაწმინდელის, ილიას, გაბრიელ ქიქოძის, კირიონის, ამბროსი ხელაიას, გრიგოლ ფერაძის ეკლესიას, ებრძვიან ადამიანს და პირდაპირ საქართველოს მტრისა და ბოროტების სამსახურში დგანან.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი Facebooo-ზე წერს. გამოქვეყნებული განჩინების მიხედვით, სინოდი მეუფე ზენონისგან მამა ილია ჭიღლაძესა და ილია ჯინჯოლავაზე რეაგირებას ითხოვს.

კომენტარები