ცხოველების ფერმა

ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმა" მეგრულად გამოიცა

მარგალურ ნინაშ ასოციაცია /facebook

ჯორჯ ორუელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნი ცხოველების ფერმა მეგრულ ენაზე გამოიცა.

ორინჯეფიშ ფერმა უკვე გაყიდვაშია და ის მარგალურ ნინაშ ასოციაციამ (მეგრული ენის ასოციაციამ) გამოსცა. 

"ნაწარმოები თარგმნილ იქნა 2020 წელს გივი გ. ქარჩავას მიერ. გამოცემა უზრუნველჰყო მეგრული ენის ასოციაციამ 2021 წლის იანვარში.

ეს არის პირველი მცდელობა ჯორჯ ორუელის გამეგრულებისა. თარგმანს აქვს პრეტენზია, რომ ორუელის მარტივი და ამავდროულად უმდიდრესი სამწერლო ენა მაქსიმალურადაა მორგებული მეგრულის მრავალფეროვან ბუნებას და გადმოცემულია უზადო ექსპრესიულობით, რომელიც მეგრულ ენას ბუნებრივად ჭარბად ახასიათებს. ამაში მკითხველი თავად დარწმუნდება". – ვკითხულობთ ასოციაციის განცხადებაში.

მარგალურ ნინაშ ასოციაციამ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა მაღაზიების სია, სადაც რომანის შეძენას შეძლებთ. წიგნის ყიდვა შესაძლებელია ასევე ონლაინ.

კომენტარები