კორონავირუსი საქართველოში

შსს: ბოლო 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 457 ადამიანი დაჯარიმდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 573 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 457 ადამიანი დააჯარიმა.

გარდა ამისა, შსს-ს ცნობით, გასულ დღე-ღამეში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 116 ფიზიკური პირი დააჯარიმდა, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

პირბადის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 20 ლარს შეადგენს, თუმცა, როგორც პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 4 თებერვალს თქვა, განმეორებით დარღვევაზე ჯარიმა გაორმაგდება.

გარდა ამისა, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისას ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარია, ხოლოდ იურიდიულ პირისა - 10 000 ლარი. განმეორებითი ჯარიმა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

კომენტარები