Coming to America

"მოგზაურობა ამერიკაში 2"-ის სრული ტრეილერი გამოვიდა

კინოსტუდია Amazon Prime-მა მომავალი კომედიის, "მოგზაურობა ამერიკაში 2"-ის ახალი, სრული ტრეილერი გამოაქვეყნა.

მეორე ნაწილის სიუჟეტის მიხედვით, პრინცი აკიმი ზამუნდის მეფობისთვის ემზადება, როდესაც მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ ნიუ-იორკში შვილი ჰყავს. ძველ მეგობართან, სემისთან ერთად მომავალი მეფე ამერიკაში ბრუნდება.

ფილმის სიქველში ნაცნობ როლებს ედი მერფი, არსენიო ჰოლი, ჯეიმს ერლ ჯონსი, ჯონ ეიმოსი და ლუი ანდერსონი დაუბრუნდნენ. სამსახიობო შემადგენლობას "ბლეიდის" ვარსკვლავი უესლი სნაიპსი შეუერთდა.

პოპულარული კომედიის ახალი ნაწილი სტრიმინგ სერვისზე Amazon Prime 2021 წლის 5 მარტს გამოვა.

კომენტარები