სანდენსი

სანდენსის კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია

Sundance

სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალმა გამარჯვებულები გამოავლინა. ჟიურის მთავარი პრიზის სიან ჰედერის დრამას CODA გადაეცა.

CODA აბრევეატურაა, რომელიც "სმენადაქვეითებული მშობლების შვილებს" აღნიშნავს. ფილმის მთავარი გმირი 17 წლის რუბია, ოჯახის ერთადერთი წევრი, რომელსაც სმენა დაქვეითებული არ აქვს, ის მშობლებსა და ძმას ეხმარება. 

ჟიურის გრან-პრი:
CODA

აუდიენციის ჯილდო:
CODA

საუკეთესო დრამატული რეჟისორი
სიან ჰედერი, CODA

საუკეთესო მსახიობი
კლიფტონ კოლინს ჯუნიორი, Jockey

საუკეთესო სამსახიობო შემადგენლობა
CODA (ემილია ჯონსი, იუჯენიო დერბესი, ტროი კოცური, ფერდია უოლშ-პიილო, დენიელ დიურანტი და მარლი მატლინი).

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
Summer Of Soul

სანდენსის კინოფესტივალი ამერიკელმა მსახიობმა, რობერტ რედფორმა 1978 წელს დაარსა. ფესტივალი რედფორდის კინოპერსონაჟის, სანდენს კიდის სახელს ატარებს. წლების განმავლობაში სანდენსმა ერთერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების სახელი მოიპოვა.

წელს სხვა ნამუშევრებთან ერთად საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ტიტულისთვის სალომე ჯაშის ახალი სურათი "მოთვინიერებაც" იყო წარდგენილი. ფილმი ბიძინა ივანიშვილის ჰობის, ხეების შეგროვების შესახებ არის გადაღებული.

გამარჯვებულთა სრული სიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

კომენტარები