იაგო ხვიჩია

ნიკა მელიამ იაგო ხვიჩიას სათამაშო იარაღი აჩუქა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ გირჩის ერთ-ერთ ლიდერს, იაგო ხვიჩიას ტელეკომპანია პირველის ეთერში სათამაშო იარაღი აჩუქა.  

"გუშინ უცნობმა ეთერში მელიის ტყავი მაჩუქა, შენგან ეს საჩუქარიც მექნება და ერთად დავკიდებ". – თქვა იაგო ხვიჩიამ.

25 იანვარს იაგო ხვიჩიამ თქვა, რომ მოეჩვენა, ნიკა მელია დაემუქრა და იარაღის ტარების უფლება სჭირდებოდა. 

"დამირეკა [ნიკა მელიამ] და ცუდი საუბარი გვქონდა. სამწუხაროდ, მომეჩვენა, რომ დამემუქრა კიდეც. ამიტომ მინდა, რომ თქვენი მეშვეობით გავარკვიო, რომ მართლა მემუქრება ნიკა მელია, თუ ზოგადად გაბრაზებულზე იცის ასე ლაპარაკი. მე მომეჩვენა, რომ ის მემუქრებოდა. ნიკა მელია ჩემზე დიდია ფიზიკურად და ჩემზე მორევა შეუძლია. 

მე პარლამენტის წევრი ვარ, მაქვს იარაღის ტარების უფლება და მინდა, რომ თუ ეს მართლა მუქარაა და მართლა მემუქრება ბატონი მელია და დაადასტურებს თქვენი ეთერით, მე მინდა მივმართო საქართველოს პარლამენტს, თუ ვისაც არ უნდა იყოს, იმისთვის, რომ იარაღის ტარების უფლება მომცეს, იმიტომ, რომ მურუსიძის სასამართლოს იმედად და პოლიციაში ხომ არ ვუჩივლებ ჩემს პარტნიორს?!" – თქვა მან.

კომენტარები