დამირეკა [ნიკა მელიამ] და ცუდი საუბარი გვქონდა. სამწუხაროდ, მომეჩვენა, რომ დამემუქრა კიდეც. ამიტომ მინდა, რომ თქვენი მეშვეობით გავარკვიო, რომ მართლა მემუქრება ნიკა მელია, თუ ზოგადად გაბრაზებულზე იცის ასე ლაპარაკი. მე მომეჩვენა, რომ ის მემუქრებოდა. ნიკა მელია ჩემზე დიდია ფიზიკურად და ჩემზე მორევა შეუძლია. მე პარლამენტის წევრი ვარ, მაქვს იარაღის ტარების უფლება და მინდა, რომ თუ ეს მართლა მუქარაა და მართლა მემუქრება ბატონი მელია და დაადასტურებს თქვენი ეთერით, მე მინდა მივმართო საქართველოს პარლამენტს, თუ ვისაც არ უნდა იყოს, იმისთვის, რომ იარაღის ტარების უფლება მომცეს, იმიტომ, რომ მურუსიძის სასამართლოს იმედად და პოლიციაში ხომ არ ვუჩივლებ ჩემს პარტნიორს?!
tbl.ge/5e62
დაკოპირდა

გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს ტვ პირველის ეთერში, რომ მისი განცხადების შემდეგ ნაციონალურის მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ მას გაბრაზებულმა დაურეკა და დაემუქრა.
ამავე თემაზე
- ხვიჩია: პროტესტი გაიფილტრა დეგენერატებით, ნორმალური ადამიანები არ მიდიან აქციაზე
- ხვიჩია: ეკლესია იქცევა ადმინისტრაციულ ორგანოდ, ეკლესიასთან ამაზე დიდი ბრძოლა წარმოუდგენელია
- ხვიჩია: 60 დეპუტატია დარბაზში – ზოგი კურორტზეა, ზოგი არგენტინაში, მე არ წამიყვანეს
- ხვიჩია: ქურდული სამყაროს წევრობის გამო ციხეში ჩასმა უსამართლოა
- ხვიჩია: ოპოზიცია მთლიანად არის ფეიკი იმიტომ, რომ მას არ უნდა ხელისუფლების გადაყენება




