მე-10 მოწვევის პარლამენტი

კობახიძე: 20-მდე ოპოზიციონერს პარლამენტში შემოსვლა სურს, თუმცა ბულინგის ეშინიათ

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ცნობით, პარტიაში ფლობენ ინფორმაციას, რომ 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს მე-10 მოწვევის არსებითად ერთპარტიულ პარლამენტში შესვლა სურს, თუმცა, როგორც კობახიძე განმარტავს, მათ ბულინგისა და შანტაჟის ეშინიათ.

"შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ დეპუტატებს მივცეთ საპარლამენტო მანდატების შენარჩუნების კიდევ ერთი შესაძლებლობა". – ამბობს ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძემ ამავე ბრიფინგზე თქვა, რომ ქართული ოცნება მანდატებს არ შეუჩერებს იმ ოპოზიციურ დეპუტატებს, რომლებმაც პარლამენტს განცხადებით მიმართეს და მანდატებზე უარი თქვეს.

კომენტარები