დავითგარეჯის საქმე

კობახიძე: ვინ მისცა უფლება საპატრიარქოს ბანდას მართლმადიდებლების სახელით პროპაგანდის?!

სულ შეიშალა ეს საპატრიარქო. კარტოგრაფების ციხიდან გამოშვებისაგან და საზოგადოების დადებითი რეაქციისაგან. გააფრთებული, ეკლესიის, ყოველი მართლმადიდებლის სახელით, ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს და უტიფრად აგრძელებს გარეჯის საკითხზე დემაგოგიურ პოპულისტურ პროპაგანდას. პროკურატურა შემართებით და მიზანდასახულობით იძიებდა საკითხსო, როგორ გაბედა ივერი მელაშვილმა, რომ გარეჯის ბერი ვიღაცად მოიხსენიაო, მისი ცნობიერება ეკლესიური არ არისო. ეკლესიას ლომის წილი მიუძღვის კარტოგრაფების დაპატიმრებაში და მათგან ხელების ლოკვას ელოდებიან ჩვენი მამაოები? ჩვენ, მამაოებიო, ქვეყნის სადარაჯოზე ვდგავართო, ივერი მელაშვილმა კი აზერბაიჯანს ჩვენი მიწები აჩუქაო. ამ უტიფარ განცხადებას ჩვენი, მართლმადიდებლების სახელით აკეთებენ. ვინ მისცა უფლება საპატრიარქოში მოკლათებულ ბანდას, მოსაყდრე შიოს, შორენა თეთრუაშვილს, მეუფე იაკობს, ანდრია ჯაღმაიძეს, გურამ ჭარელაშვილს, არჩილ ხაჩიძეს, მიქაელ ბრეგვაძეს და კიდევ სხვა არამზადებს, ეკლესიის და ყველა მართლმადიდებლის სახელით თავისი შავბნელი პროპაგანდის წარმოებისა? ლევან ვასაძის შნირი ანდრია ჯაღმაიძე დღესაც ეკლესიის სახელით აცხადებს - კარტოგრაფებმა ჩვენი მიწები აზერბაიჯანს მიჰყიდესო. საპატრიარქოს ბანდის კიდევ ერთი პროპაგანდისტი, დეგრადირებული დეკანოზი ალექსანდრე გალდავა იმედის ეთერში გაჰყვირის, გარეჯის ბერი კირიონ ონიანი - რომლის ჩვენებითაც დააკავა პროკურატორამ კარტოგრაფები - ჩვენი სამშობლოს მესაზღვრე არისო. მესაზღვრეები კი არა, ნამდვილი მტერია მთლიანად მთელი სამღვდელოება. მართლმადიდებლებში ნამუსიანი აღარავინ დარჩა? ყველა მართლმადიდებელი თავის მამაოს უკანალშია თბილად? რატომ აძლევთ ამ ნაძირალა ხალხს თქვენი სახელით ოფიციალური განცხადებების კეთების უფლებას? თუ ხმას არ ამოიღებთ, ეს ხომ თქვენს სინდისზეც არის.

წერს თეოლოგი ბასილ კობახიძე Facebook-ზე. ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლების შემდეგ საპატრიარქო თავიანთ პირველ განცხადებაში, მელაშვილის "კანდიერებაზე" საუბრობს და სახელმწიფოსგან მოითხოვს "სიტყვა აქციოს საქმედ". 

კომენტარები