ანტისემიტიზმი

აბრაამ საპირ სეფიაშვილი ჟვანიას: ებრაელებს რომ თავი გავანებოთ საქართველო მაინც არ გიყვარს?

წავიკითხე თქვენი წერილი და აზრი მიტროპოლიტ იოჰანე გამრეკელისა და დეკანოზ ილია კარკაძის ანტისემიტური ქადაგების შესახებ და გაოგნებული დავრჩი.
 
თქვენ წერთ, რომ ზემოთხსენებულთა მიერ ებრაელთა ძაგებამ და სიძულვილმა კიდევ უფრო შეგაყვარათ ებრაელობა.
 
გამოდის, რომ ჩვენ ჰიტლერიც უნდა გვიყვარდეს, ვინაიდან მან ბევრი ებრაელი დახოცა. საბერძნეთის და რომის იმპერიებიც უნდა გვიყვარდეს ვინაიდან მათ ჩვენი წმინდა ტაძარი და იერუშალაიმი ააოხრეს და წაბილწეს, ჩვენ უნდა ვაფასებდეთ ნებუხადრეცარს, ვინაიდან მან ბევრი ებრაელი დახოცა, ბევრი ქალი დააობლა და ებრაელთა ტომები განდევნა ისტორიული და ღმრთის მიერ ბოძებული სამშობლოდან.
 
ყველაფერი ხომ ებრაელთა წინააღმდეგ უბრალო ქადაგებით დაიწყო.
 
ესაა თქვენი „დიპლომატია“?
 
შეგახსენებ ზოგიერთ დეტალს. 13 წლისა რომ გახდი, ისრაელში იზეიმე ბარმიცვა და მაშინ ჩვენმა გაზეთმა „ალია საქართველოდან“ მთელი სტატია მოგიძღვნა, მე პირადად მივესალმე თქვენს ისრაელში საქართველოს ელჩად დანიშვნას - პირველად. ახლა აქ, ებრაელებს შორის მეორედ იმყოფები, როგორც შენი ქვეყნის ელჩი.
 
როგორც დედით ებრაელს და მამით ქართველს ორმაგად უნდა გაწუხებდეს ებრაელთა ბედი, ვინაიდან ებრაელთა სიძულვილის ტალღის აგორება საქართველოში ადრე თუ გვიან გაიძულებს, ან დედაზე თქვა უარი ან მამაზე.
 
ჩვენთვის გასაგებია, რომ გარკვეეული პერიოდი საპატრიარქოში მუშაობდი და გარკვეული სიმპათიები გაგაჩნდა სინოდის წევრთა მიმართ, მაგრამ აქ საქმე ეხება არა ცალკეულ პიროვნებას, არამედ მთელ ერს (ბავშვებს, ქალებს, დიდსა და პატარას). ებრაელებს რომ თავი გავანებოთ, საქართველო მაინც არ გიყვარს ? ებრაელთა სიძულვილი ქართველებს სიკეთეს მოუტანს?
 
მივმართავ ქართველ ებრაელთა თემს ისრაელში! იმ პირებს, რომლებიც „ფეისბუკისა“ და ქართულენოვანი რადიოს მეშვეობით ხშირად ქება-დიდებასა და ხოტბას ასხამენ ბ-ნ ლაშას, იმავე დოზით მოსთხოვონ მას პასუხი და განმარტება მის მიერ გაკეთებულ აღმაშფოთებელ განცხადებაზე.
 
საქართველოს ოფიციალურ წრეებში უკვე დასმულია საკითხი მისი ისრაელის ელჩობიდან გაწვევის შესახებ. მოვუწოდებ მას, დროულად, საკითხის გამწვავებამდე გამოასწოროს შეცდომა და მტერს საკადრისი პასუხი გასცეს.
 

 

აბრაამ საპირ (სეფიაშვილი) არის

  • ისრაელ-საქართველოს მეგობრობის შოთა რუსთაველის სახელობის საზოგადოება, დამაარსებელი, თავმჯდომარე (1976-)
  • ისრაელის ქართველ ებრაელ მწერალთა გაერთიანება, თავმჯდომარე
  • პოლიტიკური მოძრაობა "ალია და ახალგაზრდები", დამაარსებელი (1983-)
  • საქართველოდან გამოსულ ებრაელთა მსოფლიო ფედერაცია, თავმჯდომარე (1978-

კომენტარები