კორონავირუსი საქართველოში

თურნავა: 2021-ში კერძო ინვესტორი გახდება გამწევი ძალა ეკონომიკის აღდგენისა

2021 წელი არის მძიმე, ეს არის ჯერ კიდევ პანდემიის წელი და ეს არის ეკონომიკის აღდგენის წელი, თუმცა, რა თქმა უნდა, სრულად ვერ მოხდება ეკონომიკის აღდგენა კრიზისამდელ ვითარებამდე. აქედან გამომდინარე, ყველა ბერკეტი უნდა ავამოქმედოთ იმისთვის, რომ კერძო სექტორი გამოცოცხლდეს, ადგილობრივმა და უცხოელმა ინვესტორებმა შექმნან ახალი სამუშაო ადგილები, კი, რა თქმა უნდა, საბიუჯეტო მხარდაჭერა, ანტიკრიზისული გეგმა, სოციალური პროგრამები, ინფრასტრუქტურული პროექტები, რასაც სახელმწიფო ახორციელებს, კვლავაც მნიშვნელოვანი ლოკომოტივი იქნება ეკონომიკისთვის, მაგრამ, ვინაიდან ჩვენი ბიუჯეტი გადატვირთულია სოციალური ხარჯებით, აქცენტი მეტად გადავა კერძო სექტორის ინიციატივაზე, კერძო ინვესტორი გახდება მთავარი გამწევი ძალა ჩვენი ეკონომიკური ზრდის აღდგენისა, პრივატიზების დაჩქარებაც ძალიან ორგანულად ჯდება ამ გეგმაში. 

ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები