ეკონომიკა

2020 წელს ოკუპირებულმა აფხაზეთმა უფასოდ იგივე რაოდენობის დენი მოიხმარა, რაც თბილისმა

panoramio.com

გასულ წელს ოკუპირებულმა აფხაზეთმა თითქმის იმავე რაოდენობის ელექტროენერგია მოიხმარა, რაც მთლიანად თბილისმა, ოკუპირებული აფხაზეთი დენით უსასყიდლოდ მარაგდება. 

ეს ირკვევა ესკოს მიერ ელექტროენერგიის ბალანსის დოკუმენტიდან. აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად მკვეთრად იზრდება და ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის სულ მეტი წილი სწორედ აფხაზეთზე მოდის. 

მხოლოდ გასულ წელს აფხაზეთში ელექტროენერგიის მომხარება დაახლოებით 24%-ით გაიზარდა. ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნა ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტის მოპოვებას უკავშირდება. საოკუპაციო რეჟიმის მიერ მაინინგისთვის საჭირო ბლოკების შეტანაზე დაწესებული აკრძალვა არაეფექტიანია. მხოლოდ გასულ წელს აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებაზე 89 მილიონი დოლარი დაიხარჯა. 

ამ დროისთვის ენგურჰესზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და სადგური გაჩერებულია და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ელექტროენერგიას რუსეთისგან ყიდულობს. 

კომენტარები