კორონავირუსი და შეზღუდვები

თურნავა: ტრანსპორტი ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური თემაა, რესტორნებზე წინ დავაყენებდი საკითხს

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური თემაა. მე არ მიწყენენ ჩემი კოლეგები, ბიზნესის წარმომადგენლები, მაგრამ რესტორნებზე გაცილებით წინ დავაყენებდი ამ საკითხს. მაგრამ, აქაც შეჯერებული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ.

რაც შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, აქ არის გარკვეული რაციონალი, ჩვენ თუ რეგიონ-რეგიონ ვხსნით და ვიცით, რომ აჭარა მწვანეა, რაღაც ბარიერები უნდა არსებობდეს. მაგალითად, იტალიაშიც არის იგივე მიდგომა, არის რეგიონები, სადაც მწვანეა და საქალაქთაშორისო საშვები კონტროლდება.

აქედან გამომდინარე, მერწმუნეთ, რომ ეტაპობრივად და დადებითობის მაჩვენებლის მკაცრი მონიტორინგით, ჩვენ შევძლებთ, თანდათან გავხსნათ ეს ინდუსტრია, თუმცა, სანამ არ არის პანდემია დამარცხებული, რა თქმა უნდა, ვერც მოულოდნელობები და ვერც სიურპრიზები რომ არ იქნება, ამის გარანტიას ჩვენ ვერავის მივცემთ...

ამბობს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები