შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს: უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო ინსპექტორ-გამომძიებელი დავაკავეთ

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო ფოთის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს. 

განცხადების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით აგრძელებს. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები